სიახლეები
გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს მიმართავს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის საგანგებო წერილით მიმართავს.

ნიკა გვარამია ცნობილ ალტისტს, გიორგი ცაგარელს  „რუსთავის 2“-ის  ჟურნალისტების მიმართ გამოთქმული არაეთიკური შეფასების გამო შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს, არხის თანამშრომლებს  მისი გაშუქებისთვის საყვედურობს და აცხადებს, რომ ნებისმიერი იმ ღონისძიების რეკლამა, სადაც ცაგარელი რაიმე ფორმით მონაწილეობს, არხის ეთერში ვერ მოხვდება. არც ღონსიძება გაშუქდება.  გოგა ხაინდრავა საგანგებო მიმართვის ასლს ასევე უგზავნის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროპარლამენტარებს. გვარამიას ამ წერილის პასუხად არაფრის თქმა არ სურს, აშშ საელჩო მიმართვას ჯერ არ გასცნობია. კონტაქტი ცაგარელსაც დაუკავშირდა, არც მას სურს ღიად საუბარი.

 

Print