სიახლეები
კონგოში საქართველოს მოქალაქე დაატყვევეს
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის  გასათავისუფლებლად  ქართული მხარე  ძალისხმევას არ  იშურებს.

ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს. უწყებაში განმარტავენ, რომ    სიტუაციაში დეტალურად გარკვევისა  და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით,   საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან.    სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ჯანმრთლობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

Print