სიახლეები
გურამ ჯაშის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მსახიობი გურამ ჯაში ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ექიმის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სტაბილურია.  მსახიობი მართვით სუნთქვაზე აღარ არის და მას პალატაში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ. გავრცელებული ინფორმაციით, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს თავს დაესხნენ.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120 –ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებას გულისხმობს. გამოძიება მსახიობს მხოლოდ ექიმის ნებართვის შემდეგ დაკითხავს, რის შემდეგაც შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცრდეს.

Print