სიახლეები
საფინანსო ზედამხედველობა სებ-ის უბრუნდება

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება.

ეს გადაწყვეტილება  მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. განცხადება  დეტალებთან დაკავშირებით ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა. ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შედეგად გამოეყო, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ მაშინ მხარი დაუჭირა, თუმცა კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თავის დროზე  ეს გადაწყვეტილება საკონსტიტიუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ დროებით შეაჩერა დამოუკიდებელი სააგენტოს ფუნქციონირება.

 

Print