სიახლეები
ინციდენტი ყაზბეგის ქუჩაზე

გენერალური ინსპექცია იკვლევს გადაამეტა თუ არა ვაკე საბურთალოს სამმართველოს უფროსმა უფლებამოსილებას.

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ავთანდილ დავითაძე    აცხადებს, რომ მის შვილს პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევა სავარაუდოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა ერთ-ერთ კაფეში ჩხუბის მონაწილეები, მათ შორის პოლიტიკოსის შვილის მეგობრები სამმართველოში გადაიყვანეს.  აღნიშულთან დაკავშირებით „ეროვნული ფორუმი“  საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

Print