სიახლეები
პასუხი სერგეი ლავროვს
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებას საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი პასუხობს.
ზურაბ აბაშიძისთვის ბრალდებები იმის შესახებ, რომ სამხრეთ კავკასია ექსტრემისტების და ტერორისტების ტრანზიტის ფუნქციას ასრულებს, მიუღებელია. აბაშიძე რუსულ მხარეს კონტრბრალდებებს უყენებს, მისი თქმით, სირიასა და ერაყში რუსეთის 2000 მოქალაქეა წასული. საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ბრალდებების პარალელურად პასუხის გაცემა ქართული ოპოზიციური სპექტრისთვისაც მოუხდა. საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს, კერძოდ საგარეო უწყებას  დაგვიანებული რეაგირებისთვის აკრიტიკებს.
Print