სიახლეები
'ბავშვთა სამყაროს'' ხანძრით დაზარალებულთა მოთხოვნა
ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა კარავი გაშალეს
და შიმშილობა დაიწყეს. აქციის მონაწილეები  მიყენებული ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ. დაზარალებულებს უკვე შეხვდა “ბავშვთა სამყაროს” კომერციული დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, რომელმაც მოვაჭრეებს ურჩია, რომ დალოდებოდნენ საბოლოო დასკვნას, რის შემდეგაც მოხდებოდა კონკრეტული ზარალის გაწერა, თუმცა მის წინადადებას დაზარალებული მოვაჭრეებისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამ დროისთვის შიმშილობა 3 დაზარალებულ მოვაჭრეს აქვს გამოცხადებული

 

Print