სიახლეები
საფინანსო ზეამხედველობა სებ-ს უბრუნდება

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება.

ეს გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. განცხადება დეტალებთან დაკავშირებით ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარედგინა პარლამენტს. ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შედეგად გამოეყო, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკისგან გამოიყო ის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა. თავის დროზე ეს გადაწყვეტილება საკონსტიტიუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის განმარტებით, დღევანდელ რეალობაში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე მთავრობამ გადაწყვიტა რომ ღარ დაელოდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და პარლამენტს წარედგინა პირვანდელი სახით, ის კანონპროექტები, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება.

 

Print