სიახლეები
„მედიატორისა“ და „ახალი საქართველოს“ კვლევა
მონიტორინგის ცენტრი, "მედიატორი" და პარტია "ახალი საქართველო" ერთობლივი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ.
კვლევაში საუბარია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ქონებაზე. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მინისტრები, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები მილიონობით ლარის დეკლარირებულ ქონებას ფლობენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დასახელებული ყველა ოფიციალური პირი თანამდებობას ბოროტად იყენებს და საკუთარ ბიზნეს ინტერესებს ლობირებს. ამასთან, ხშირია ქონებრივ დეკლარაციაში მცდარი ინფორმაციის მითითების ფაქტები. ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი იწყება. ამას მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს, რომელსაც პრემიერმინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. დეკლარაციებს საჯარო სამსახურის ბიურო შეამოწმებს. 2017 წელს დეკლარაციებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ასევე დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შეისწავლიან. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თანამდებობის პირი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაჯარიმდება.
Print