სიახლეები
ფასდაკლების კვირეული კახეთში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ინიცატივით, არასეზონურ  პერიოდში  რეგიონის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, პირველად საქართველოში, 13-დან 27 თებერვლამდე ფასდაკლებების კვირეული -   დაიწყო.

Discount Week- წარმოადგენს მრავალეტაპიან პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას. პირველი ეტაპი კახეთის რეგიონში ჩატარდბეა და ამ რეგიონში ფასდაკლებები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტში ჩართლია 11 სასტუმრო, მათ შორისაა  შატო მერე, როიალ ბატონი, ამბასადორი, ლოპოტა, ყვარლის ტბა, ძველი თელავი, ყვარლის ედემი, შალოშვილების მარანი, კაბადონი, ალაზნის ველი, რჩეული მარანი. აღნიშნული სასტუმროები,  ვიზიტორს სეზონზე გამოცხადებული ფასიდან სპეციალურ 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ.

Print