სიახლეები
''პატრიოტთა ალიანსის'' ბრიფინგი

2004 წელს  საპატრიარქოს იმიჯის შესალახად  მასშტაბური  დისკრედიტაციის გეგმის განხორციელება იყო დაგეგმილი.

ირმა ინაშვილმა ამ სქემის  შემუშავებაში დღეს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულა.

მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში პატრიარქთან და საპატროარქოსთან დაკავშირებით  მოვლენები სწორედ წლების წინ დაწერილი სცენარის მიხედვით  ვითარდება.  პარლამენტის ვიცე- სპიკერი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გეგმის შემუშავებაში რესპუბლიკური პარტიის წევრები და „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

 

Print