სიახლეები
დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

ხმამაღალი კამათისა და უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის გადაძახილების ფონზე მიმდინარეობდა

დღეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის,  ნინო გვენეტაძის მოსმენა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისაგან ოპოზიცია დღეს,  ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის საქმესთან დაკავშირებით  კითხვებზე პასუხს მოითხოვდა.

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ევროპული საქართველოს” წევრებმა სასამართლო ხელისუფლება  მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს. პარალელურად შელაპარაკება მოჰყვა უმრავლესობის წევრის ფატი ხალვაშის  განცხადებას, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.

ნიკა მელიას ხმამაღალი რეპლიკის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ,  ოპოზიციის წარმომადგენლებს, სიმშვიდისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში   წესრიგის დამყარებას მანდატურებისაგან მოითხოვდა.

 

Print