სიახლეები
პროკურორის იმპიჩმენტს მოთხოვნა - შეფასებები
დღეიდან, საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის,
თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დასაწყებად, მათ სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.  საპარლამენტო უმცირესობა ასევე აპირებს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა შოთაძის გადადგომის მოთხოვნა გაიტანოს.

მმართველ გუნდში ოპოზიციის ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება. შოთაძის გადაყენების მოთხოვნა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, მის მიერ საგანგებო ბრიფინზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

Print