სიახლეები
ხანძარი თბილისის საკრებულოში

დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის საკრებულოსთან მეხანძრეები მუშაობდნენ.

სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლის ლოკალიზება  მალევე შესძლეს. პირველად აალება საკრებულოს შენობის უკანა მხარეს, გადახურვაზე დაფიქსირდა.  დამწვარია დაახლოებით 25-30 კვ.მეტრი ფართობი. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია დროულად მოხდა. 
ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.  ადგილზე ერთდროულად 15 სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

 

Print