სიახლეები
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია  8 თებერვალს,  სოციალურ ქსელში მის
მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე დღეს, პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორე ვითარებას უცნაურს და არანორმალურს უწოდებს. დღესვე,  დაკავებულ სასულიერო პირს  მატროსოვის ციხეში  შეხვდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე. 
მეუფე ეჭვობს, რომ  ყველაფერი  მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ, თუმცა მეუფე პეტრეს არ დაუკონკრეტებია, ვინ ებრძვის მეუფე დიმიტრის.
Print