სიახლეები
სახელმძღვანელოების გრიფირების წესი

განათლების სამინისტრო I-VI კლასის სახელმძღვანელოების გრიფირებას,

სავარაუდოდ, ერთ კვირაში გამოაცხადებს. ამ დროისთვის განიხილება მოდელი, რომლის თანახმად, გრიფირებული სახელმძღვანელოს ნიმუშები ონლაინ გავრცელდება და ერთი წლის განმავლობაში შეფასებას გაივლის.

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს აღნიშნული სახელმძღვანელოების შესწავლისა და შეფასების საშუალება ექნებათ. ამის შემდეგ, წიგნები 2018-2019 სასწავლო წლისთვის დაიბეჭდება.

 

Print