სიახლეები
ელენე ახვლედიანის კრებულის პრეზენტაცია
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში მხატვრის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას, მხატვრები, წიგნის ავტორები და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი დაესწრნენ. 2016 წელი ელენე ახვლედიანის საიუბილეო წელია. ამ თარიღთან დაკავშირებით, გამოიცა კრებული, რომელშიც ერთადაა თავმოყრილი მხატვრის ფერწერა, გრაფიკა და სცენოგრაფია, ასევე ახვლედიანის „პარიზის პერიოდში” შექმნილი, ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი  გრაფიკული ნამუშევრები-შიშველი ნატურების სერია,  ჯამში 54 ჩანახატი.
Print