ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მათ მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. ეს ის კომპანიაა, რომელსაც კუთვნილი თანხის დაბრუნებას უამრავი ადამიანი თვეები სთხოვს. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს. გამოძიების მიერ დაყადაღებულია თამაზ ლობჟანიძის და მერაბ ფერაძის, მისი ოჯახის წევრების და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოთა წილები და ანგარიშები. ასევე ჩატარებულია სხვადასხვა საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკები და აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა მიერ შესაძლო გადამალული ქონებების აღმოჩენის მიზნით. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს