სიახლეები
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

თითქმის ძველი ფორმატით, ოღონდ პრეზიდენტის გარეშე

საკონსტიტუციო  ცვლილებებზე მომუშავე კომისიას  მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.  ირაკლი კობახიძე თანათავმჯდომარის ანუ გიორგი მარგველაშვილის გარეშე  იმუშავებს.  პარლამენტში მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო ცვლილებების დემოკრატიული  ხარისხი არ დაზარალდება . პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, ამ პოზიციას არ იზიარებენ. მარგველაშვილის გუნდსა და ოპოზიციაში ერთნაირად თვლიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ქვეყნის მთავარ კანონში  ცვლილებები ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს.

 

Print