სიახლეები
ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია
ქვეყანაში ხარჯები მცირდება - ოღონდ იმაზე მეტად რაც მთავრობის მეთაურმა დაგეგმა.
დღეს მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს, ბიუჯეტის დაზოგვასთან დაკავშირებით უკვე გაცემული დავალებების კიდევ უფრო დაკონკრეტება მოუწია,  ბოლო პერიოდში "მონდომებული" ჩინოვნიკების ქმედებებით პრემიერი უკმაყოფილოა.  გიორგი კვირიკაშვილის გაღიზიანება, გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც,  ბიუჯეტის  დასაზოგად ბაღებში ბავშვთა რაციონი შეამცირეს. დღის ბოლოსთვის ეს ფაქტი აღარ დადასტურდა, თუმცა „კონტაქტი“ მაინც დაინტერესდა,  ვინ როგორ გაიგო სამთავრობო ინიციტივა ქვეყანაში ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.
Print