სიახლეები
მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია
მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია თუ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ჩატარებული მონირტორინგი
დღეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევამ კულტურის და საგადასახადო სფეროში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

საიაში თვლიან, რომ თავის დროზე მიხეილ გიორგაძის მიერ  დაფუძნებული კომპანია ''INTERNATIONAL EVENTS''-ი კანონს არღვევს. იურისტების მოსაზრებით,  ფილარმონიის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საბიუჯეტო დავალიანებას, სწორედ ამ კავშირების  გამო არ იხდის და მას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მფარველობს. მითუმეტეს, რომ ამ კომპანიის სარეგისტრაციო მისამართი კვლავ მინისტრის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე არის რეგისტრირებული.

Print