სიახლეები
მოტყუებული პენსიონერები - დავა სასამართლოში
მოსარჩელე,ლიბერთი ბანკი, მოპასუხე კი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი 53 პენსიონერი
გორის რაიონული სასამართლო ბანკის სარჩელებს განიხილავს. ერთ-ერთმა მოპასუხემ, 84 წლის სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა პროცესი უკვე წააგო. მეჯვრისხეველ მოხუცს,  იმ საკრედიტო თანხის  ანაზღაურება დაეკისრა, რომელიც მისი სახელით ლიბერთი ბანკის მოლარე ოპერატორმა გაიტანა. წინასწარ აღებული პენსია ამ დროისათვის რამდენიმე ათეულ ათასობით ლარს სცილდება.
Print