სიახლეები
კომიტეტებმა ბიუჯეტს მხარი დაუჭირა
საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე დღეს საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.
კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დღეს გვიანობამდე გაგრძელდა. უმრავლესობისაგან განსხვავებით ოპოზიცია კრიტიკული იყო. გაერთიანებული სხდომა დებატების ფონზე წარიმართა.  ერთ-ერთი პირველი კრიტიკით უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე გამოვიდა რომელსაც სიტყვა”ქართული ოცნების” მაჟორიტარმა გია მიქელაძემ გააწყვეტინა. საბოლოო ჯამში ოპოზიციის ხმებით უმრავლესობამ საკომიტეტო მოსმენებზე ქვეყნის საფინანსო გეგმა მოიწონა. განხილვები მომავალი კვირიდან ფრაქციებში გაგრძელდება.  ბიუჯეტის შესახებ პროექტს სავარაუდოდ კვირის ბოლომდე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.
Print