სიახლეები
„ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცერი დააკავეს
ყაზბეგის საბაჟოზე ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე დააკავეს
ოპერაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა.  გამოძიებით დადგენილია რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან, გადასცა მას შემოსავლების სამსახურის იდენტიფიკაციის საშუალება, მკაცრი აღრიცხვის ერთჯერადი გამოყენების ლითონის ლუქები, ხოლო სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოქალაქეზე უკანონოდ გადაცემული ერთჯერადი გამოყენების ლითონის ლუქები ნივთმტკიცებად ამოიღო.
Print