სიახლეები
მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა
იუნესკომ  მცხეთის ისტორიული ძეგლები კაცობრიობისათვის
უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული ფასეულობის მქონე მემკვიდრეობად აღიარა და მათ გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა. სტატუსი შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ავალდებულებს საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა. გადაწყვეტილება ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის კომიტეტის წევრი ქვეყნების მე-11 სხდომაზე მიიღეს.  გაძლიერებული დაცვის სტატუსი მსოფლიოში მხოლოდ 10 ობიექტს აქვს მინიჭებული.
Print