სიახლეები
''INTERNATIONAL EVENTS''-ის მონიტორინგი

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე

აპირებს,კომპანია  ''INTERNATIONAL EVENTS''  საკუთრებაში არსებულ ბინაში რეგისტრაცია გაუუქმოს. ეს გადაწყვეტილება მინისტრმა მას შემდეგ გაახმაურა, რაც " საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასცოციაციის" წარმომადგენლებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.
მათი ინფორმაციით' 'INTERNATIONAL EVENTS''-ი,  სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, დღეისათვის სახელმწიფოსადმი ჯამურად დავალიანება 1 245 000 ლარზე მეტს შეადგენს. დიდი საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის მფლობელი კომპანიის იურიდიულ მისამართად დღემდე რჩება თბილისი, გაბაშვილის ქ.#1 მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ამავდროულად მიხეილ გიორგაძის საკუთრებას წარმოადგენს”, -ნათქვამია კვლევაში.

 

Print