სიახლეები
უბედური შემთხვევა ჭიათურაში
ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში
მომხდარ უბედურ შემთხვევას მაღაროელის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 50
წლამდე მამაკაცი,რომელიც ელმავალს მართავდა. "ჯორჯიან მანგანეზის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დეტალებზე არ საუბრობენ,
თუმცა სამსახურის უფროსი ზაქარია ზაუტაშვილი აცხადებს, რომ საქმე
გვაქვს შრომითი უსაფრთხოების უხეშ იგნორირებასთან. მომხდარზე
გამოძიება უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან
ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას
გულისხმობს.