სიახლეები
მთავრობის ინიციატივა - შეფასებები
მთავრობის მიერ წარმოდგენილ
ეკონომიკურ პაკეტს საკანონმდებლო ორგანოში აფასებენ.
დებატებისას გაირკვა, რომ
“ნაციონალური მოძრაობა” ინიციატივებს მხარს არ დაუჭერს, რადგან
გეგმას, პოპულისტურს უწოდებს და ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას,
მთავრობის გაუაზრებელ პოლიტიკას უკავშირებს. კრიტიკას არ იზიარებს
„ქართული ოცნება“, რომელიც კვირიკაშვილის გუნდის სტრატეგიას,
რაციონალურს და დროულს უწოდებს. რა განცხადებები გაკეთდა
პარლამენტში?