სიახლეები
სასამართლოს გადაწყვეტილება
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები

და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი ინსპექტორი კობა ანთია  და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი  ინსპექტორი ონისე ლაგვილავა  დამნაშავედ სცნო.

ბრალდება გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირების მიმართ. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

Print