სიახლეები
სტუდენტები ადმინისტრაციას შეხვდნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლა პარალიზებულია.

სტუდენტები შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ. უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი „აუდიტორია 115“- ის წევრებს აქვთ პიკეტირებული.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს დროებით  სასწავლო პროცესის გაგრძელება  მაღლივ კორპუსში შესთავაზა, თუმცა შეთავაზებაზე უარი მიიღო.

როგორია საბოლოო გადაწყვეტილება სად ჩაუტარდებათ მეექვსე კორპუსისის სტუდენტებს ლექციები?
Print