სიახლეები
''აუდიტორია 115''-ის პროტესტი გრძელდება
”აუდიტორია 115” თსუ-ის მეექვსე კორპუსის დატოვებას არ აპირებს. 
მათი თქმით, პიკეტირების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ გადაიხედება, რაც საკანონმდებლო ორგანოში 5 დეკემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართება, სადაც „აუდიტორია 115“ საკუთარ პოზიციებს და მოთხოვნებს კანონმდებლებს კიდევ ერთხელ გააცნობს. „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გუშინ, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ძირითად საკითხებზე შეთანხმება შედგა.
Print