სიახლეები
მთავარი პროკურორის ანგარიში
პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე
პროკურატურა მეზობელი ქვეყნებიდან 20-ზე მეტი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაზე ელოდება პასუხს, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. შოთაძემ განაცხადა, რომ საუბარია მეზობელ ქვეყნებზე, თუმცა მათი დასახელებისგან გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე თავი შეიკავა. მთავარი პროკურორის თქმით, მას ესმის რომ უკვე დიდი დროა გასული, მაგრამ მსგავსი საქმეების სპეციფიკა განსხვავებულია. დღეს მთავარმა პროკურორმა  საპროკურორო საბჭოს ერთი წლის მუშაობის შედეგები წარუდგინა და იმ რეფორმებზე ისაუბრა რომელიც უწყებაში უკვე განხორციელდა ან სამომავლოდ იგეგმება.
Print