სიახლეები
''გირჩის'' მიმართვა მთავრობას
გირჩი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
რომ არ იყოს ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებიც ახალი წლის ღამეს მარიხუანას დათესვაში მიიღებენ მონაწილეობას, - ამ მოწოდებას გირჩების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს. „გირჩის“ დაგეგმილ აქციას უკვე შეუერთდა 800-მდე მოხალისე, აქედან 180-ზე მეტი აცხადებს სურვილს სრულფასოვნად ჩაერთოს აქციაში და ახალი წლის ღამეს პარტიის წარმომადგენლებთან ერთად დათესოს მარიხუანა. გირჩის წევრები აცხადებენ, რომ  საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში გადაგზავნილია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და მათი მხრიდან სრული მზაობაა კონსულტაციებისათვის რათა  ახალ წლამდე მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
Print