სიახლეები
ფარული ჩანაწერების საქმე
პირადი ცხოვრების შესახებ ფარული  ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს კიდევ ორი ჟურნალისტი გამოიკითხა. ლაშა ბერულავა და მაკა რაზმაძე პროკურატურაში დილიდან იმყოფებოდნენ. როგორ მოხვდა მასალები მათთან და კიდევ რამდენიმე კითხვა   ჟურნალისტები აცხადებენ, რომ კონკრეტული დეტალების გახმაურებას კანონი უკრძალავთ. მათი ვერსიით, მარტში  გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება ბოლო ეტაპზეა, სავარაუდოდ გამოვლენილები არიან დამნაშავეებიც და სასამართლო განხილვა საქმეზე უკვე 25 ნოემბერს დაიწყება. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე პროცესი დახურული იქნება.
Print