სიახლეები
თბილისის ბიუჯეტის განხილვა
თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დღეს წარედგინება.
ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი 800 მილიონი ლარით იქნება განსაზღვრული. დავით ნარმანიას ინფორმაციით, ქალაქის მერია საბოლოო კონსულტაციებს საკრებულოს უმრავლესობასთან დღეს დაასრულებს.

ბიუჯეტში უცვლელი პრიორიტეტები იქნება განწვანება, საბავშვო ბაღებზე ზრუნვა და მუნიციპალური ტრანსპორტი. თბილისის მერი ამბობს, რომ ბიუჯეტი მაქსიმალურად ერგება დედაქალაქის საჭიროებებს, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს საკრებულოს  ოპოზიციას

Print