სიახლეები
შეხვედრა ტრანსპორტის მწარმოებლებთან
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე
სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ხელშეწყობასა და ეტაპობრივ დანერგვაზე ისაუბრა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე ვრცელდება. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა 2019 წლისთვის მწარმოებლებისთვის ვალდებულებების განსაზღვრისა და სხვადასხვა სახის ნარჩენების მართვისათვის მინიმალური მაჩვენებლების მიღწევის ამოცანებს მოიცავს.
Print