სიახლეები
ლარის კურსი - პრემიერის განცხადება
1 დოლარი 2.48 ლარი ღირს, შესაბამისად ეროვნული ვალუტა ბოლო 1 წლის განმავლობაში კვლავ გაუფასურების პიკშია.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა კურსის ცვლილება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის იმპორტის ზრდას, მოხმარების ზრდას და ექსპორტის გაიაფებას დაუკავშირა.
პრემიერმა ისაუბრა ლარის გამყარების გზებზეც, კრეძოდ თქვა, რომ მოხდება იმპორტის კორექტირება. გარდა ამისა მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახალი რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს. რა იგულისხმება ახალ რეგულაციებში ჯერ უცნობია, თუმცა ექსპერტები  ამბობენ, რომ ეს სწორი გზა არ არის.
Print