მესამე სექტორი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიმართულებით ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ.
სხდომას ცესკოს წარმომადგენელი ესწრებოდა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციებს ცენტრალური საარჩევნო კომისია განიხილავს.