სიახლეები
გუბაზ სანიკიძემ „ფორუმი“ დატოვა
გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმი
დატოვა.
პარტიის უკვე ყოფილი წევრი
გადაწყვეტილებას სამომავლო პოლიტიკური გეგმებით ხსნის. მისი
განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, სადაც ხელისუფლების სადავეები
სრულად ერთი პარტიის ხელშია, საჭიროა პარლამენტს გარეთ ახალი ძლიერი
პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს და საკუთარ თავს სწორედ ამ
გაერთიანებაში ხედავს. სანიკიძეს არ დაუკონკრეტებია თუ ვისთან გეგმავს
თანამშრომლობას, თუმცა მოგვიანებით კონსულტაციების მიმდინარეობა ნინო
ბურჯანაძემ დაადასტურა. რა შეფასება მოყვა გუბაზ სანიკიძის დღევანდელ
ნაბიჯს და როგორ აფასებენ პროცესს ეროვნულ ფორუმში დარჩენილი
ლიდერები?