საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მომავალ შეხვედრამდე
დაემშვიდობა. უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შეკრებილ
თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა
გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აპარატის თანამშრომლებთან
ერთობლივი ფოტოც გადაიღო.