
ლარი კვლავ უფასურდება.
ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი კურსით, 1 დოლარი თითქმის
2 , 49 ლარი ღირს. ეს ციფრი შაბათს და კვირას არ
შეიცვლება. ახალ კურსს ეროვნული ბანკი ორშაბათს დაადგენს.
სავალუტო ტარიფები მნიშვნელოვნად განსხვავდება გადამცვლელი პუნქტებისა
და კომერციული ბანკების ტაბლოებზე. ექსპერტებს უჭირთ პროგნოზის
გაკეთება როდის დასტაბილურდება ეროვნული ვალუტა. დღეს ასევე პირველად
გაისმა ბრალდება, ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელის
მიმართაც, რომ ლარის გაუფასურებაში მისი ხელი ურევია.