უშუალოდ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაიმე პრობლემა არ გაჩნდება, თუმცა საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის ვარაუდით, მოსალოდნელია გარკვეული გამოწვევები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ მხრივ, საქართველოს განსაკუთრებული სიფხიზლე მართებს.