სიახლეები
ვარძიის ტაძარში ცეცხლი გაჩნდა

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების მოქმედ ტაძარში ცეცხლი გაჩნდა.

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა. „2016 წლის 1-ელ ნოემბერს, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩნდა ცეცხლი.

დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.  ადგილზე უკვე გაიგზავნა სპეციალისტი, რომელიც  არსებული მდგომარეობის ანალიზსა და დიაგნოსტირებას განახორციელებს.

სპეციალისტების მიერ დაიგეგმება კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდიკის შერჩევა, რის შემდეგაც, დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.

 

Print