სიახლეები
ამერიკელი კონგრესმენის განცხადება საქართველოზე
ამერიკელი კონგრესმენი ტომ მერინო საქართველოში
8 ოქტომბერს, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.

კონგრესმენის თქმით, ის ფაქტი, რომ თავისუფალი არჩევნები ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ უკვე მესამედ იმართება, დემოკრატიის გზაზე ქართველი ხალხის წინსვლაზე მიუთითებს. „სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელიც საქართველოში ტრადიციად იქცა, ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთავრობის ფორმირებას, ისე ხალხის აზრს.

ვულოცავ საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის სტატუსის მოპოვებას.“ - ნათქვამია ტომ მერინოს განცხადებაში.

Print