იუბილესთან დაკავშირებით, მესამე საზეიმო გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გუდიაშვილის 60 -70-იან წლებში შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. გამოფენა თვის ბოლომდე გასტანს.
კიდევ ერთი სიახლე ფონდიდან გუდიაშვილის რიგით მეოთხე გამოფენა, რომელიც 1 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლითაა დაგეგმილი, დამთვალიერებელს ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ბოლო პერიოდის ნამუშევრების გაცნობის საშუალებას მისცემს.