სიახლეები
არჩევნების მეორე ტური - აჭარა
შემაჯამებელი ოქმების განთავსება აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე დასრულებულია.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით ექვსივე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ, როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამნტში.

რეგიონში რეგისტრირებული 308 576 ამომრჩევლიდან საკუთარი პოლიტიკური ნება 114 470 ადამიანმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37.09 % -ია.

მეორე ტურის აქტივობა დაახლოებით 15%-ით ნაკლებია 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობასთან შედარებით.
Print