სიახლეები
მთავრობის სხდომა
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს გამოუყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბება საქართველოში. გიორგი კვირკაშვილის თქმით, დეტალებზე ბრიფინგი ხვალ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელძღვანელ იანოშ ჰერმანთან ერთად გაიმართება.
Print