სიახლეები
''პატრიოტთა ალიანსი'' ცესკო-ს წინააღმდეგ
დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლო 

„პატრიოტთა ალიანსი“ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელს ორ საათში გახდება ცნობილი.

„პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია“ ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს. გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლო 5 საათზე გამოაცხადებს.

როგორც ”პატრიოტთა ალიანსში” განმარტავენ, მათ ცესკო-მ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა რეალურად 10 ეკუთვნით.  პარტიის წევრების მტკიცებით, მანდატების ამგვარი გადანაწილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. პარტიაში მიიჩნევენ, რომ 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან მოგროვდა, პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.

Print