სიახლეები
საშემოდგომო გამწვანების პროექტი

დედაქალაქში საშემოდგომო გამწვანების პროექტი დაიწყო.

ღონისძიების ფარგლებში სანაპიროზე 20 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგო. გამწვანებისათვის შერჩეულ სახეობებს შორის არის ასევე  თეთრი აკაცია, ნეკერჩხალი, იფანი და ზეთისხილის ნერგები.

პროექტი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სამომავლოდ იგეგმება მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე გამხმარი ჭადრების ახლით ჩანაცვლება. ცენტრალური უბნები სულ 80 000 ნერგით გამწვანდება.

 

Print