სიახლეები
''ნატო'' შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო ძალებს ზრდის
შავი ზღვის რეგიონში „ნატო-ს“ წარმომადგენლობა ცივი ომის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს.
ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ წევრი სახელმწიფოთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას მხარი დაუჭირა. 2017 წელს რუმინეთსა და პოლონეთში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ეგიდით 4 ათასი სამხედრო და ას ერთეულამდე სამხედრო ტექნიკა განთავსდება.
Print